რატი ამაღლობელი - მარტო დარჩენილმა „ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ის არ არის ერთი ადამიანის მიმართ ანგარიშვალდებული და მისი სიჯიუტე ქმნის კრიზისს

მარტო დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ის არ არის ერთი ადამიანის მიმართ ანგარიშვალდებული და მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზისს, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს. - ასე აფასებს პოეტი რატი ამაღლობელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და კრიზისს.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აუცილებელია მსჯელობა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„მარტო დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიეროს, რომ ის არ არის ერთი ადამიანის მიმართ ანგარიშვალდებული და მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზის, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ მრავალპარტიულ და დემოკრატიულ სივრცეში. ამისთვის აუცილებელია დიალოგი. ეს ერთი ადამიანის ქვეყანა არ არის. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დავიღალეთ წარუმატებლობით, დავიღალეთ ეკონომიკური ვარდნით, რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია, რომ „ოცნების“ წევრებმა გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ და გადადგან ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში განიმუხტოს კრიზისი, რომელსაც არ აღიარებდა. ევროკავშირიდან თუ არ გვითხრეს ისე არ ხდება ამის აღიარება. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ის, რომ დაიწყოს მსჯელობა სიტუაციის განმუხტვის. ჯანმრთელ პოლიტიკურ ფაზაში გადასვლისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს აჩვენებს კეთილ ნებას დიალოგისთვის. ამ კეთილ ნებას ვერ ვხედავ“ , - განაცხადა ამაღლობელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა