ლევან იოსელიანი შს მინისტრს - არჩევნების წინ თქვენს საკმაოდ რიხიან გამოსვლებს გადავავლე თვალი, მაინტერესებს, რა რეაგირება ჰქონდა თქვენს უწყებას გაყალბების ფაქტებზე?

არჩევნების წინ, თქვენს საკმაოდ რიხიან გამოსვლებს გადავავლე თვალი. ამბობდით, რომ უმკაცრესად დაისჯებოდა ყველა, ვინც რაიმე ფორმით გაბედავდა და ჩაერეოდა არჩევნების პროცესში ან მას გააყალბებდა. მაინტერესებს, რა რეაგირება ჰქონდა თქვენს უწყებას გაყალბების არაერთ ფაქტზე, - ამ კითხვით „მოქალაქეების“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

იოსელიანს გომელაურთან და მის უწყებასთნ რამდენიმე კითხვა ჰქონდა, რომლიც არჩევნებსა და არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულს შეეხებოდა.

„ჩემი კითხვა შეეხება არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებს, რომელიც ყველამ ვიხილეთ არჩევნების პერიოდში. მე გადავავლე თვალი არჩევნების წინ თქვენ გამოსვლებს, საკმაოდ რიხიან გამოსვლებს, როცა ამბობდით, რომ უმკაცრესად დაისჯებოდა ყველა, ვინც რაიმე ფორმით გაბედავდა და ჩაერეოდა არჩევნების პროცესში, ან მას გააყალბებდა. მაინტერესებს, რა რეაგირება ჰქონდა თქვენს უწყებას მაშ შემდეგ, რაც ასეთი გაყალბების არაერთი ფაქტი ვნახეთ და დღემდე ტრიალებს „იუთუბზე“, მაგალითად, ბოლნისში როგორ ხდებოდა გაყალბება. ათჯერ მაინც მისცა ერთმა ადამიანმა ხმა და ეს ყველაფერი აღბეჭდილია ვიდეოფირზე, მაგრამ არ გამიგია, რომ ვინმე მიეცა პასუხისგებაში და რეაგირება მოჰყვა ამ ამბავს. მეორე კითხვა შეეხება ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მთლიანად საზოგადოებისთვის. ამ ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ამ გოგონას თვითმკვლელობამდე პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა ამ პრობლემის შესახებ დაახლოებით ერთი თვით ადრე, მაგრამ ვერ მოახდინა, ან არ მოახდინა ამის პრევენცია. რა გააკეთა თქვენმა უწყებამ ამის შემდეგ, ხომ არ ფიქრობთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სტანდარტი უნდა იყოს რეაგირების, გამოძიების, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება. არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული ის ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც ეს ტრაგედია თავიდან ვერ აიცილეს? მესამე შეკითხვა იქნება არასრულწოვნებთან დაკავშირებით - ლუკა სირაძის ტრაგედიას გაგახსენებთ. მახსოვს, მაშინ შინაგან საქმეთა სამინიტრო აცხადებდა, რომ გამოკითხვის განსხვავებული სივრცეები მოეწყობოდა არასრულწოვნებისთვის. მაგალითებიც იყო მოყვანილი, რომ ზოგ ქვეყანაში საერთოდ, სხვა შენობებში ხდება გამოკითხვა, რომ მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება არ მოხდეს. ამ კუთხით რა გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არის თუ არა სპეციალური ოთახები, განსხვავებული გარემო, სადაც არასრულწოვანი ზემოქმედებისგან იქნება დაზღვეული?“ - განაცხადა იოსელიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო