ირაკლი ზარქუა - ნიკანორ  მელიას დაკავება ევროპული სტანდარტის საპოლიციო ღონისძიება იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ევროპული სტანდარტის საპოლიციო ღონისძიებას უწოდებს. აღნიშნულის შესახებ ზარქუამ პარლემენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ირაკლი ზარქუავახტანგ გომელაური პროფესიონალიზმისთვის შეაქო.

„მიუხედავად იქ გამაგრებული გარკვეული ჯგუფებისა, მაინც მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ფაქტობრივად წიწაკის სპრეის დახმარებით. ეს მიუთითებს თქვენს პროფესიონალიზმზე, რომ მეტი საჭიროება არ იყო. კითხვა პროპორციულობასთან დაკავშირებით დაისვა და ეს მეც მაინტერესებს. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა და კიდევ ერთხელ ვთქვა, შექების ღირსია თითოეული მაშველი, თითოეული მესაზღვრე, განსაკუთრებით, ჩვენი პოლიციელები, რომლებიც დაუმსახურებელი კრიტიკისა, თუ შეურაცხყოფის, ლანძღვისა და გინების მიუხედავად მაინც დისციპლინირებულად და მოთმინებით იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მე მგონი, როცა იცავ საზოგადოებრივ წესრიგს, იცავ კანონებს, ხარ სახელმწიფო და ჩვენ სახელმწიფოს ვიცავთ“, - განაცხადა ზარქუამ.

მან შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვა დაუსვა ასევე „საქართველოს ბანკზე“ თავდახმაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებითაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო