ალუდა ღუდუშაური - ლევან იოსელიანის მხრიდან ორმაგ თუ სამმაგ სტანდარტს აქვს ადგილი - თუ არჩევნების გაყალბების ფაქტები აქვს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას წარუდგინოს

ჩვენი კოლეგის ლევან იოსელიანის მხრიდან ორმაგ თუ სამმაგ სტანდარტს აქვს ადგილი - თუკი მას მართლაც გული შესტკივა და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტები აქვს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას წარუდგინოს, - ეს განცხადება ლევან იოსელიანის მისამართით პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც იოსელიანმა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეკითხვა 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე დაუსვა.

ღუდუშაურმა იოსელიანს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ და კომისიისთვის კონკრეტული ფაქტების წარდგენისკენ მოუწოდა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ შს სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კომისიასთან აქტიურად ითანამშრომლებს.

ლევან იოსელიანი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა. თითქოს არგუმენტებიც მოიშველია. ჩაერთოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ, თუკი დარღვევა მართლაც იყო. სხვა შემთხვევაში, პოპულიზმს საშუალება არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო