დავით ზილფიმიანი - როცა კითხვებისთვის 2 წუთია, 2-3 კითხვაზე მეტის დასმას ვერ ასწრებ

როცა კითხვებისთვის არის 2 წუთი, იქ ვერ ასწრებ 2-3 კითხვაზე მეტის დასმას,- ასე პასუხობს "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ გამოიყენა მისთვის განკუთვნილი დრო კრიტიკული კითხვებისთვის. როგორც ზილფიმიანი ამბობს, მისი კითხვა შეეხებოდა ინციდენტს, რომელსაც თავად შეესწრო, როცა ქუჩაში მყოფმა ადამიანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის აივანზე მდგომ ადამიანს.

რაც შეეხება ფრიდონ ინჯიას კითხვას, ზილფიმიანი ამბობს, რომ ის “კომენდატის საათის” რეგულაციას ეხებოდა. მისი თქმით, მათი კითხვები კრიტიკული იყო.

"იყო ექსპრომტი კითხვებიც, მე შევესწარი, რომ ერთ-ერთი სტუმარი გასული იყო "ბალკონზე" და ქვევიდან ამოვიდა ნიაღვარი გინებების, რაც ძალიან ცუდია. ასეთი შემოტევა არ არის სწორი, მე თვითონ ვიყავი მომსწრე და შეკითხვაში ეგეც ჩავდე. ეს კითხვები რაც დავსვით, წვდომადია თქვენთვის. ძალიან ბევრი კითხვა დასვა ფრიდონ ინჯიამაც. ჩვენმა ამომრჩეველმა დაგვირეკა, რომელსაც „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე დაუზიანდა მანქანა, დაჯარიმდა ეს ქალბატონი. მე და ბატონ ფრიდონს გვქონდა თათბირი რა კითხვები შეიძლებოდა დასმულიყო“, - განაცხადა ზილფიმიანმა და დასძინა, როცა კითხვებისთვის არის 2 წუთი, იქ ვერ ასწრებ 2-3 კითხვაზე მეტის დასმას, მაგრამ მთავრობის დამტკიცების პერიოდში, ვახტანგ გომელაურიც ბრძანდებოდა აქ და იქ შეკითხვების რაოდენობაც იყო გაცილებით მეტი,"- განაცხადა ზილფიმიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს