ვახტანგ გომელაური იზიარებს მოსაზრებას, რომ უწყების მაღალჩინოსანთა საცხოვრებელი მისამართები ღია ინფორმაცია არ უნდა იყოს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იზიარებს მოსაზრებას, რომ უწყების მაღალჩინოსანთა საცხოვრებელი მისამართები ღია ინფორმაცია არ უნდა იყოს. როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ხშირია შემთხვევები, როცა ადგილი აქვს მათ ოჯახებში მივარდნას, რაც გომელაურის თქმით, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

“არ ვსაუბრობ მინისტრზე და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე - კი ბატონო, ჩემი დეკლარაცია საჯარო და ღია უნდა იყოს, მაგრამ დეპარტამენტის უფროსები, დაზღვევის ხელმძღვანელი, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ მოვალეობას, ეს ღია არ უნდა იყოს. კი ბატონო, ქონებრივი დეკლარაცია ღია იყოს, თუმცა არა მითითებული მისამართებით. ძალიან სამწუხაროა ოჯახებში მივარდნა დეპარტამენტების უფროსებთან თუ მათ მოადგილეებთან, მშობლებთან, მეუღლესთან, პატარა ბავშვებთან. ეს არ უნდა ხდებოდეს! დარწმუნებული ვარ, რაც ჩვენთან ხდება, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, - განაცხადა გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ პოლიციელების, სპეცრაზმელების და ოპერატიული მუშაკების დეკლარაციების ნაწილი დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნდეს. ამის შესახებ კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. როგორც კახიშვილმა განმარტა, ღია სივრცეში დეკლარაციების სრულად გამოქვეყნება ამ ადამიანებს საფრთხეს უქმნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა