ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმაზე ბევრად ნაკლები პოლიციელი შევიდა, ვიდრე შიგნით მყოფი ადამიანები იყვნენ

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავებისას, უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმაზე ბევრად ნაკლები პოლიციელი შევიდა, ვიდრე შიგნით მყოფი ადამიანები იყვნენ.

როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამას გადაღებული კადრებიც ადასტურებს.

ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიციური ღონისძიება ჩატარდა, რაც ჩვენ განჩინებით დაგვევალა. დაზღვევის კუთხით, შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. მათ შორის იყვნენ მაშველები. გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, რომლებიც შიგნით არ შესულან. ასევე იყო სახანძრო სამსახურის დანაყოფები - იყო საშიშროება, ცეცხლი გაჩენილიყო და დიდი უბედურება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, სახანძრო მანქანები მზად გვყავდა და თუ ყველას ერთად მოვითვლით, შეიძლება ადამიანს ბევრი მოეჩვენოს“, - განაცხადა გომელაურმა სესიაზე, სადაც “მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს