დიდუბის გამგეობა რაიონში ასფალტის მოწესრიგებას აგრძელებს

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ერთ-ერთი პროექტი დიღმის მასივის პირველი კვარტალის მე-13 და მე-14 კორპუსებთან მიმდინარეობს.

„კონტრაქტორი კომპანია 2 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს და ასფალტის დასაგებად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის ღირებულება 90 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე დიდუბის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. ასევე, თანამედროვე მოსასვენებელი სივრცე მოაწყო.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიდუბესა და დიღმის მასივში დამატებით ხუთ მისამართზე მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა