ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ნიკა მელიას დაკავების დღეს „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან სერვერები „ოფიციალურად ამოიღეს“

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, სამართალდამცავებმა ნიკა მელიას დაკავების დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები „ოფიციალურად ამოიღეს“ . ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„სერვერები ოფიციალურად იყო ამოღებული. ეს არ იყო ისე, როგორც გამოვარდნენ და თქვეს - მოიპარეს გაიტაცეს, გამოგლიჯეს და წაიღეს. ეს ოფიციალურად ამოვიღეთ. ვნახეთ, იქ პოლიციის წინააღმდეგ ძალადობა მოხდა. ამოვიღეთ, დავათვალიერეთ ვიდეოფაილები და უკან ვუბრუნებდით. ვუთხარით, წაიღეთ. წერილობითაც მივმართეთ და განცხადებაც გავაკეთეთ, თუმცა ჯერ კიდევ, როგორც ვიცი, არ წაუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს“, - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უწყება არ არის ვალდებული ასეთ შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,

„ჩვენ ნამდვილად არ ვართ ვალდებული, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმის კურსში ჩავაყენოთ ამა თუ იმ ღონისძიებისას, ან ვიდეოაპარატურის ამოღების დროს. ეს კანონით არანაირად არ გვევალება. ვთქვათ, თუ მოხდა იგივე პოლიციაზე ძალადობა, მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჩვენ არ ვართ ვალდებული ვინმე ჩავაყენოთ... განჩინების საფუძველზე შეგვიძლია ამოვიღოთ ვიდეო-მასალა და დავათვალიეროთ“, - განაცხადა გომელაურმა .

კითხვაზე, თუ რამდენად კანონის ფარგლებში მოხდა სერვერის ამოღება, მინისტრმა ასე უპასუხა: „მაგაზე დეტალებში ხომ არ შევალთ?“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს