ნათია თურნავა - ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის  ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ვალუტა, იქიდან შემოვიტანოთ დენი და არა ინვესტიცია, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს

ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ვალუტა, იქიდან შემოვიტანოთ დენი და არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უცხოელ ინვესტორებს მოაქვთ ის სიკეთე, რომ ფულს დებენ საქართველოში, აქ აფუძნებენ და ავითარებენ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იხდიან გადასახადებს და აქვე ასაქმებენ ადამიანებს.

„რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო? ინვესტორი ქართველი უნდა იყოს, თუ - უცხოელი? - ამ შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უპასუხა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დროს აღნიშნა, არსებობს რთული ჰესები, სადაც მაღალი კაშხლებია და სადაც მეტი კომუნიკაციაა საჭირო ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და ასეთ დროს, სამომავლოდ შეიძლება განხილული იყოს, რომ მსგავსი ობიექტების მშენებლობისას ლიდერის პოზიცია სახელმწიფომ იტვირთოს. ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი ჰესები აუცილებლად იქნება ასაშენებელი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობა, როგორც მესაკუთრისა და ინვესტორის, ალბათ იმისთვისაც იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი შეკითხვები არ დაისვას.

„წარმოადგენს თუ არა უცხოელი ინვესტორი, „ნამახვანის" შემთხვევაში, კონკრეტულად, თურქი ინვესტორი საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ საკუთარი რესურსებით, საკუთარი ფინანსებით უცხოური ინვესტიციების გარეშე ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. მე მგონი, ამის მტკიცება თანამედროვე საქართველოში საჭირო არც არის. ჩვენი ეკონომიკა რომ განვითარდეს, ევროკავშირის ქვეყანა გავხდეთ და ევროპული ცხოვრების დონეზე ავიდეთ, ეს მარტო ჩვენი რესურსით შეუძლებელია. ამიტომაც გვეამაყება, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველო სახელდება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყნად უცხოელი ინვესტორების მიმართ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობის წარმომადგენლები ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს