მამუკა მდინარაძე - თუ ვინმე მოიხსენიებს 6- პუნქტიან კომპილაციურ დოკუმენტს შეთანხმებად ან გეგმად, ეს არის არასწორი

თუ ვინმე მოიხსენიებს 6- პუნქტიან კომპილაციურ დოკუმენტს შეთანხმებად ან გეგმად, ეს არის არასწორი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დიალოგის აუცილებლობაზე არასამთავრობო სექტორის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, 6 პუნქტიდან ნაწილი პრაქტიკულად შესრულებულია, თუმცა, ამის მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან კომპრომისული წინადადები არ ისმის.

„დიალოგისკენ მოწოდება არ არის მათი ნოუჰაუ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერსად წაუვა ვერავინ და აქ მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე" არ არის საუბარი. თუმცა, თუ ვინმე მოიხსენიებს 6 - პუნქტიან კომპილაციურ დოკუმენტს შეთანხმებად ან გეგმად, ეს არის არასწორი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ოპოზიციური ყველა სუბიექტისგან ამოღებული მოთხოვნები, რომელზეც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნაწილზე მიდის მუშაობა და პრაქტიკულად შესრულებულია, ნაწილზე საუბარიც კი შეუძლებელია და ამის არგუმენტები უამრავჯერ წარმოვადგინეთ, ნაწილზეც შეიძლება საუბარი. თუმცა, ჩვენ ამ ჩვენი კომპრომისების მიუხედავად ოპოზიციისგან არც ერთი კომპრომისული წინადადება არ გვინახავს.

მისი თქმით, პოტენციურ ვადამდელ არჩევნებზე არგუმენტების გარეშე საუბარი შეუძლებელია.

„ამ მოთხოვნაზე ჩვენი პასუხი არის მკაფიო და დადებითი თუ 1 პროცენტიან გადაცდომას დაადასტურებენ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ვიღაცის ახირების გამო, ასეთი საკითხები არ წყდება. სახელმწიფოში კი არა 2 ადამიანის ურთიერთობაშიც არ წყდება ხშირად რაღაც საკითხები და შეუძლებელია სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საკითხებზე რომელიღაც პოლიტიკური სუბიექტის ახირების გამო ვისაუბროთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა