თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს „ფაიზერთან“ ხარვეზი არასდროს ჰქონია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს „ფაიზერთან“ ხარვეზი არასდროს ჰქონია.

როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დასაზუსტებელი იყო გარკვეული პირობები, რომლებიც დღეს შეათანხმეს.

„ფაიზერთან“ ხარვეზი სამინისტროს არც არასდროს ჰქონია და „ფაიზერს“ არასდროს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ, ამაზე შევთანხმდეთ. საკითხი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. დღევანდელი სატელეფონი ზარი იყო სწორედ პირობების დაზუსტებისთვის. ყველა ინფორმაცია, რომელის „ფაიზერს“ სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, აქვს და ასევე, აქვს ის ვაქცინა, დოზების იმ რაოდენობით, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა