მამუკა მდინარაძე ომბუდსმენის განცხადებაზე - სასამართლოს ფუნქციების შეთავსებას არავის ვურჩევ, არც აქ და არც იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით წინ სასამართლოა და სასამართლოს ფუნქციების შეთავსებას არავის ვურჩევ, არც აქ და არც იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახალხო დამცველს მოუწევს ელემენტარული მტკიცებულების წარმოდგენა, რომ ამ საქმეში იყო პოლიტიკური მოტივი.

„რაღაც მოდაში შემოვიდა სამართლებრივი მოტივის გადაწონვა, სამართლებრივ მოტივს ვერასდროს ვერაფერი ვერ გადაწონის, ეს არის უმძიმესი შეცდომა, თუ ვინმე ასე ამბობს, რომ სამართლებრივ მოტივს რაღაც გადაწონის, ვერაფერი ვერ გადაწონის მითუმეტეს და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მოტივაციის შესახებ მტკიცებულებები ვერ იარსებებს და ასეთი არ არსებობს. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა, რომ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ნარატივში ჩაჯდეს, მაშინ როცა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით წინ სასამართლოა და სასამართლოს ფუნქციების შეთავსებას არავის ვურჩევ არც აქ და არც იმ ქვეყანაში, ნებისმიერში, სადაც დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია. თუ ამ ფუნქციებს არ შეითავსებს რომელიმე ადამიანი, თუნდაც, ეს იყოს სახალხო დამცველი, ეს იქნებოდა ძალიან კარგი და სასამართლოს განაჩენის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ მსგავს თემებზე,"- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველმა „კარტოგრაფების საქმესთან" დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა, სადაც ის საქმის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა