მამუკა მდინარაძე - პოლიციელები არ არიან იმის ღირსი, რომ ქვეყნის გარეთ რომელიღაც ძებნილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენოს

პოლიციელები არ არიან იმის ღირსი, რომ ქვეყნის გარეთ რომელიღაც ძებნილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენოს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში დაისვა ყველა კითხვა, რაც საზოგადოებას აინტერესებდა და შინაგან საქმეთა მინისტრს დეტალური პასუხები ჰქონდა.

„დღეს ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელმაც კონკრეტული წარმატებები მოიტანა ამ ქვეყანაში პოლიციური მიმართულებით და ისაუბრა იმ პოლიციელებზე, რომლებიც დღე და ღამე ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და თავი აქვთ გადადებული ამ საქმისთვის. ისინი დასაფასებლები არიან, არ არიან ღირსები, რომ ქვეყნის გარეთ რომელიღაც ძებნილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენოს, არ ჰყავს ამ ქვეყანას ასეთი ხალხის დასამუქრებელი პოლიციელები, მათ სჭირდებათ დაფასება და მათ საქმიანობას სწორი შეფასება, "- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა