კელი დეგნანი - არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, საკითხები გადაწყდეს და განაახლონ დიალოგი

არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო და ასეთივე პოზიცია აქვთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონგრესმენებსა და საქართველოს სხვა მეგობრებსაც.

„რასაც ვხედავთ არის ის, რომ არსებობს სურვილი იმისა, რომ ეს სიტუაცია გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რთული საკითხებია. არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს, მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკება და დიალოგი. ვფიქრობ, სასარგებლო და მნიშნელოვანი იყო მიშელის ჩამოსვლა და მისი მონაწილეობა და რა თქმა უნდა, იგივე სულისკვეთების არის კონგრესმენებისა და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება და პოზიცია, დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. დრო არის საჭირო საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, ამის სურვილს მე ვხედავ,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო