6 მარტს „ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება

6 მარტს, „ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ესეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპის უნივერსიტეტიდან“ აცნობეს, კონკურსის მონაწილეებს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და „ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი მიესალმებიან.

ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ლომინაშვილი.

„ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებული ესსეების კონკურსი ტარდება თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი". კონკურსში მონაწილეობენ მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან და მის მიზანს წარმოადგენს, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება. კონკურსში რეგისტრირებულია 300-მდე მოსწავლე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონებიდან. მათ აქვთ შესაძლებლობა ესსე დაწერონ როგორც ფიზიკურად: თბილისსა და ქუთაისში, ასევე, ონლაინ zoom-ის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ კონკურსი „ევროპის დღეები 2021"-ის ფარგლებში ტარდება და გამარჯვებულიც, სიმბოლურად, 9 მაისს, "ევროპის დღეს" გამოვლინდება.

დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციაში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა