გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მზადაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, თუ დაკმაყოფილდება მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

„ევროპული საქართველო“ მზად არის შევიდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, თუ დაკმაყოფილებული იქნება მათი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან ან პლებისციტთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ შეთანხმება იქნება მიღწეული ვადამდელ არჩევნებთან ან პლებისციტთან დაკავშირებით და გათავისუფლდებიან პატიმრები, შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში და მიიღებენ თუ არა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ბოკერია პასუხობს, რომ თავად პარლამენტის წევრი ვერ იქნება, თუმცა, მისი პარტიის წარმომადგენლები ასეთ შემთხვევაში ამას გააკეთებენ, რადგან ეს „ლოგიკურია“.

„თუ პრეზიდენტ მიშელის მიერ შეჯერებულ ყველა საკითხზე გვაქვს გადაწყვეტა, ანუ ის ამოცანები, რაც ქვეყნის წინაშე არის, გადაწყვეტილია, მათ შორის, ამ ინსტრუმენტის გამოყენება (ლოგიკურია) დიდი საქმის წინ წასაგდებად, როცა ირკვევა, რომ ვიდეო ფირი არსებობს ჩაყრის, როცა ჩანს, ვინ ყრის, სად ყრის, როცა არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებები განმტკიცებულია ვიდეოთი,“- აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო კომისია მზის შუქს მოფენს იმას, რომ გაყალბების მტკიცებულებები იყო აშკარა და პროკურატურამ ეს არ გამოიძია.

ამასთან, გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით პოზიციას მიხეილ სააკაშვილიც შეიცვლის.

„თუ მხოლოდ ესღაა ბარიერი, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ, პლებისციტი მიმაჩნია, მიზანშეწონილ კომპრომისად, ოღონდ, ბუნებრივია, ესაა სხვა საკითხების მთელ პაკეტში. სააკაშვილიც შეიცვლის პოზიციას, იმედი მაქვს. პრეზიდენტ მიშელის გეგმა თუ დაიძრა ბოლომდე, რა თქმა უნდა, საღი აზრი დემოკრატიული ოპოზიციის მთელი სპექტრისა, მიუხედავად იმისა, ვის რა წინაპირობა ჰქონდა, იქნება ის, რომ ეს კომპრომისი ამ ყველაფრად ღირს, რაც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს. არგუმენტების უდიდეს ნაწილს, პლებისციტის წინააღმდეგ, არ ვიზიარებ“,- განაცხადა ბოკერიამ.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს