ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიეტუვას და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ შექმნას აპირებენ

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ქმნიან „მედიატორთა ჯგუფს“, რომელიც „საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარება“. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვას მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კითხვაზე - აპირებს თუ არა თავად საქართველოში ჩასვლას, ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის უფრო დიდი დელეგაცია შეიძლება ჩავიდეს საქართველოში“.

„არსებობს გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, სარგებლის მომტანი იქნება თუ არა ასეთი ვიზიტი. საგარეო საქმეთა მინისტრების მედიატორთა ჯგუფი იქმნება და მასში ნამდვილად შევა ერთზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თუკი საქართველო სიგნალს მხოლოდ ლიეტუვასგან არ მიიღებს. ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მიმდინარე ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს