საფრანგეთის ელჩი - საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას - ჩნდება განცდა, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია თავის პოზიციას გადახედავს, მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად

იმედი მაქვს ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ და ამის ვალდებულებას გრძნობენ, გამოსავალს გამოძებნიან, შეათანხმებენ პოზიციებს და წარმატებას მიაღწევენ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, რომელმაც აჩვენა, თუ რამდენად საინტერესოა ჩვენთვის, ევროპისთვის საქართველო, მისი დემოკრატიული განვითარება.

„ახლა მიმდინარეობს შუამავლობის პროცესი. კარგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს დასხდომა და წინადადებების შემოთავაზება, ჩნდება განცდა, რომ თითოეული პარტია თავის პოზიციას გადახედავს. მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად,“- განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოიწვევების გადასალახად საჭიროა ერთიანი ძალით მოქმედება.

„იმედი მაქვს ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ და ამის ვალდებულებას გრძნობენ, გამოსავალს გამოძებნიან, შეათანხმებენ პოზიციებს და წარმატებას მიაღწევენ. ეს მნიშვნელოვანია. დღეს საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საქართველოს ნამდვილად სჭირდება გააერთიანოს მთელი ენერგია ამ გამოწვევების გასამკლავებლად. ჩვენ მზად ვართ, ამაში ქვეყანას მხარი დავუჭიროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ გააერთიანოს ძალები“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო