შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, ქარელის მუნიციპალიტეტში, კომბინირებული საკვების საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

მათივე ინფორმაციით, შპს „აგროვიტა კვება და ტექნოლოგია“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც, ჯამურად, 570,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228,000 ლარია, 285,600 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში 1,600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო შეიქმნა, რაც კარგი მაგალითია, თუ როგორ შეძლო ბენეფიციარმა სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით, შეღავათიანი აგროკრედიტისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით, ახალი საწარმოს შექმნა“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანია დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, შიდა ქართლის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 30 ახალი საწარმო გაიხსნა.

„სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდამჭერ პროგრამებს. სოფლის განვითარების სააგენტო არის გზამკვლევი ფერმერებისა და სოფლად მცხოვრებლებისთვის, რომ სოფლად საქმიანობა წარმატებულად განავითარონ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო