"ევროპის უნივერსიტეტის“ და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის“ და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ესეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა.

კონკურსის მონაწილეებს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი მიესალმნენ. ღონისძიებაზე ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ლომინაშვილი იმყოფებოდა.

კონკურსის მეორე ეტაპი 7 მარტს "ქუთაისის უნივერსიტეტში" გაიმართება, მათთვის კი, ვინც კონკურსში სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკურად ვერ მონაწილეობს, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებიდან, მეორე ეტაპი დღეს, 16:00 საათზე ონლაინ zoom-ის საშუალებით ჩატარდება.

"ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებული ესსეების კონკურსი ტარდება თემაზე "საქართველოს ევროპული მომავალი“. კონკურსში მონაწილეობენ მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან და მის მიზანს წარმოადგენს, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება.

კონკურში 300-მდე მსურველია რეგისტრირებული.

„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ტალიაშვილის განცხადებით, ესსების კონკურსის მიმართა დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, რომელშიც მონაწილეობას ირებენ საქართველოს მასშტაბით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

„დაახლოებით 225-მდე აპლიკაცია მივიღეთ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოსწავლეების დაინტერესებას. ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი წვლილი შეგვაქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში იმისათვის, რომ მოვახდინოთ ახალგაზრდებში ევროპული ინსტიტუტების, ღირებულებების პოპულარიზაცია“, - განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კალასმა ისაუბრა ღონისძიების შესახებ. მისივე განმარტებით, ეს არის რეალური წარმატება, რაც აჩვენებს იმას, რომ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ერთგულები რჩებიან ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ.

„როდესაც ვხედავ, ახალგაზრდების ასეთ ერთგულებას ევროპული ღირებულებების მიმართ ვთვლი, რომ ეს არის საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირის, დიდი პოტენციალის კიდევ ერთი დადასტურება“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი "ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ტარდება და გამარჯვებულიც, სიმბოლურად, 9 მაისს, "ევროპის დღეს" გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციაში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა