ეუთო/ოდირის დასკვნით, საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს

შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებები დიდწილად დაცული იყო და კანდიდატებს, ზოგადად, თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ კამპანიის წარმოება, ამასთან, კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს, - ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.

„საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 1-ელ სექტემბერს, არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე დაიწყო. კამპანია მეტწილად კონკურენტუნარიანი იყო და მთელი რიგი კანდიდატების მონაწილეობით, რომლებიც წარმოადგენდნენ განსხვავებულ შეხედულებებს. მართალია, კამპანია პიროვნებებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ მთავარ საკითხებში შედიოდა ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა და მთავრობის რეაგირება კოვიდ 19-ის მიმართ. საარჩევნო კამპანია, ისევე როგორც დაშინების ბრალდებები, არჩევნების წინა კვირაში გააქტიურდა. შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებები დიდწილად დაცული იყო და კანდიდატებს, როგორც წესი, შეეძლოთ თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე ეწარმოებინათ კამპანია. ამასთან, კამპანიის დროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ცალკეული შემთხვევები მოხდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა საჩივარი შეიტანეს, თუმცა მხოლოდ მცირე გამოსასწორებელი ან დისციპლინარული ზომები იქნა მიღებული.

„საარჩევნო კამპანიისას არასათანადო საქციელთან დაკავშირებით სხვადასხვა საჩივარი შეიტანეს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ, თუმცა მხოლოდ მცირე მაკორექტირებელი ან დისციპლინური ზომები გატარდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს