გრიგოლ გეგელია - ცესკო უნდა გათავისუფლდეს პარტიულ-პოლიტიკური ტყვეობიდან, საქართველოს ბიძინას საარჩევნო კომისია გააჩნია

ცესკო უნდა გათავისუფლდეს პარტიულ-პოლიტიკური ტყვეობიდან, რომელშიც დღეს იმყოფება, საქართველოს ბიძინას საარჩევნო კომისია გააჩნია, ეს სამწუხარო რეალობაა“,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ცესკოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, გეგელია აცხადებს, რომ საქართველოს, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გააჩნია, თამარ ჟვანიამ კი თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ მე ვერ შევალ სპეკულაციაში იმის თაობაზე თუ რა ტიპის საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს ცესკოში. მგონი, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ შინაგანად ემზადება ძალიან დიდი ცვლილებებისთვის. ძალიან დიდი ცვლილებები მოდის, ეს ობიექტური რეალობაა. ჩვენ ეს ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტი შარლ მიშელი იმყოფებოდა საქართველოში.

თუ „ქართულ ოცნებას“ შერჩენია საღი აზრი, ბუნებრივია, უნდა ემზადებოდეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის.

რაც შეეხება ცესკოს, ჩვენი პოზიცია ნათელია. თამარ ჟვანიამ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, ცესკო უნდა გათავისუფლდეს პარტიულ-პოლიტიკური ტყვეობიდან, რომელშიც დღეს იმყოფება. საქართველოს არ გააჩნია ცენტრალური საარჩევნო კომისია. საქართველოს ბიძინას საარჩევნო კომისია გააჩნია, ეს სამწუხარო რეალობაა“, - აცხადებს გეგელია.

როგორც გეგელია აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება პლებისციტს ჩაატარებს, „ლელო“ შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს.

„ჩვენ უმთავრესად ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის სრულყოფილ პროცესს და პლებისციტს. ჩვენ ვთვლით, პლებისციტი არის უმაღლესი სინჯის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დემოკრატიული ვერდიქტი გვაჩვენოს. დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსია, მივაღწიოთ მედიაციის ფორმატს, ვუზრუნველყოთ საღი და სრულყოფილი ფორმატი“,-აცხადებს გეგელია.

იხილეთ ვიდეო:გრიგოლ გეგელია - ეუთო/ოდირის დასკვნა გვეუბნება, სად და როგორ უნდა რეფორმიდეს ქართული დემოკრატიული სისტემა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს