გრიგოლ გეგელია იგორ კოლომოისკისთვის დაწესებულ სანქციებზე - ჩვენ არ გვინდა იგივე ვნახოთ საქართველოში

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან მკაფიო მორალური მესიჯით დაბრუნდა. მისივე განმარტებით, მათი სურვილი არ არის, რომ სანქციების სახით იგივე ნახონ საქართველოში. ამიტომ, მისივე თქმით, დროა მუშაობა დაიწყოს სწორი შემართებითა და პატრიოტიზმით და მედიაციის ფორმატში აუცილებლად შეასრულონ ის უმნიშვნელოვანესი დავალება, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ფასილიტაციითა წარმოდგენილი.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ამის მნიშვნელოვანი გამოხატულება, როდესაც სახელმწიფო მდივანმა სამგზავრო აკრძალვები დაუწესა კოლომოისკის და მის ოჯახს. ვნახეთ საინტერესო რაციონალიზაცია იმის, თუ რატომ დაუწესდა ეს აკრძალვები ამ კონკრეტულ ოლიგარქს. დაუწესდა იმიტომ, რომ აშშ უპირობო მხარდაჭერას უცხადებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და მართლმსაჯულების რეფორმას, როგორც უკრაინაში, ისე ფართო რეგიონში და სრულიად მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი ის პირი, რომელიც ხელს შეუშლის ამ მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს, ხელს შეუშლის უკრაინის, საქართველოს მოლდოვასა და სხვა ქვეყნების ეევროატლანტიკურ შემართებას, ისინი იქნებიან მსგავსი სანქციების საგანი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისმენთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იმას, რომ ეს სანქციები არ არის ერთჯერადი და რომ ისინი გატარდება სხვა პირთა მიმართ უკრაინასა და ფართო რეგიონში საჭიროების მიხედვით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აშშ მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან მკაფიო მორალური მესიჯით დაბრუნდა და ეს მესიჯი არის ის, რომ დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და ევროატლანტიკურ შემართებას არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია. დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია აშშ, რომელსაც საქართველოს განვითარებაში დიდი ამაგი აქვს შეტანილი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ და აღნიშნა, რომ „ჩვენ არ გვინდა, იგივე ვნახოთ საქართველოში და საქართველო მოხვდეს იმავე ტიპის ჰედლაინში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატიულმა პროცესმა მაქსიმალურად იზეიმოს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს