შსს-მ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს.

„მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა