შალვა პაპუაშვილი - ოპონენტების ინსტრუმენტი არის შანტაჟი, დისკრედიტაცია, მათი ინსტრუმენტი არ არის სიმართლე

ოპონენტების ინსტრუმენტი არის შანტაჟი, დისკრედიტაცია, მათი ინსტრუმენტი არ არის სიმართლე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ანონსის შესახებ დასმულ კითხვას.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ხელისუფლების ოპონენტების მრწამსი შანტაჟია.

"რამდენადაც ვხვდები ეს ანონსი იყო. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს მხოლოდ, რომ ჩვენი ოპონენტები, რასაც ცდილობენ მათ შორის, მედიის საშუალებით, არის ის, რომ ისინი არ იცვლიან თავიანთ ნიჭს, ზუსტად ისეთივეები არიან, როგორც წლების წინ და ამ წლების განმავლობაში. მათი ინსტრუმენტი არის შანტაჟი, დისკრედიტაცია, მათი ინსტრუმენტი არ არის სამშობლოს სიყვარული, მათი ინსტრუმენტი არ არის სიმართლე. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, თუ რა არის ნირი ჩვენი ოპონენტების და რა არის მათი მრწამსი პოლიტიკაში, მათი მრწამსი დისკრედიტაცია და შანტაჟია“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა