გიგა ბოკერიას განცხადებით, კრიზისის განსამუხტად ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მინიმალური გონივრული ნაბიჯები, დემოკრატიული ოპოზიცია მოწადინებულია, რომ ვითარება განიმუხტოს

თუ ეს კრიზისი გაგრძელდება, ჩვენს მეგობრებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობა შეეზღუდებათ, სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, სანამ ის წარმოგვადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აქვს საქართველოს, არ არის გამოყენებული ან პირიქით, ყველა საფრთხე არის გაზრდილი და იზრდება ყოველდღე მათი პოლიტიკისა და საერთაშორისო იზოლაციის შედეგად,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისის განსამუხტად საჭიროა ხელისუფლების მხრიდან მინიმალური გონივრული ნაბიჯები, ხოლო „დემოკრატიული ოპოზიცია მოწადინებულია“, რომ განიმუხტოს ვითარება იმ ნაბიჯებით, რომლებიც გაწერილია შარლ მიშელის მონაწილეობით შედგენილ 6 პუნქტში.

„თავისუფალი სამყარო მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, რისი განუყოფელი ნაწილიც არის დემოკრატია, რომელიც დიდ საფრთხეშია დღეს ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო. აქედან გამომდინარე, მთელი ქვეყნის სუვერენიტეტია საფრთხის ქვეშ და ყველა ეს მოწოდება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ინტენსივობით არის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების. ყველა ჩვენი კომუნიკაციით ქვეყნის გარეთ, ვცდილობთ, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ იმაზე რაზეც პრეზიდენტი მიშელის აქ ყოფნისას დათანხმდა პრემიერი ღარიბაშვილი და მერე, სამწუხაროდ, გადათქვა, გაყვეს ამ ყველაზე გონივრულ გზას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად,“- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშის წარსადგენად ბრიუსელში, კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით ხელცარიელი ჩავა, ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის და დამღუპველი ხელისუფლებისთვის.

„ნებისმიერი ამ კრიზისის გაგრძელება არის სარისკო ამ ქვეყნისთვის. როცა ასეთი გამოწვევები აქვს ქვეყანას, ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი, ყველაფერში, უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში და პოლიტიკური კრიზისი რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო საზიანო იქნება ქვეყნისთვის და აისახება არა პოლიტიკოსების ბედზე, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების ბედზე. რაც შეეხება პერსონალურად ადამიანებს, რა თქმა უნდა, ასეთი ფართო დისკუსია პერსონალურ სანქციებზე აქამდე არ გვახსოვს, ამიტომ მე პროგნოზს არ გავაკეთებ, როდის და რა მოხდება, ოღონდ, ზოგადად, ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც ოლიგარქი და მისი გარემოცვა ბოლომდე შეტოპავს, რომ ეს მთავრდება კატასტროფით მათთვის. ამის მაგალითები გვაქვს ჩვენ მეზობელ ქვეყნებშიც,“- განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერია - მოლაპარაკებების ექვს პუნქტებში არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკითხები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის განმუხტვისთვის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო