„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები წარწერით: "კომენდანტი=ავტორიტარიზმს", "გაუქმდეს კომენდანტის საათი", "თავისუფლება შერჩევითი არ არის".

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გამჭვირვალე უნდა იყოს.

"ვითხოვთ საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალე სხდომებს. უსამართლობის განცდა გვაქვს, როდესაც ფანჯრიდან ვიხედებით, ვხედავთ როგორ დადიან სხვები მანქანებით, ჩვენ ვსხედვართ სახლში",- აცხადებს აქციის მონაწილე.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ „კომენდანტის საათი“ არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ - თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „კომენდანტის საათის“ პირობებში სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა.

იხილეთ ვიდეო:21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა