ანა დოლიძე - "კომენდანტის საათი" არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება "ქართული ოცნების" მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას

"კომენდანტის საათი" არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება "ქართული ოცნების" მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას",- ამის შესახებ მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით ორგანიზებული აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დოლიძე აცხადებს, "კომენდანტის საათით" "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

"თვენახევარია მიმდინარეობს კამპანია "ქვეყანა უნდა გაიხსნას". ეს აქცია ორგანიზებულია სამოქალაქო ჯგუფების და მცირე ბიზნესების მიერ, რომლის წინაშეც დგას მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენის ამოცანა. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, დიდი ხანია მხარს ვუჭერ "კომენდანტის საათის" მოხსნას, ერთადერთი მიზანი აქვს "კომენდანტის საათს", "ქართული ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნება. მათ უადვილდებათ ამ დრაკონული ზომის მეშვეობით მართვა. ამის უკან არცერთი ციფრი, სამეცნიერო მონაცემი ხელისუფლებას არ წარმოუდგენია. ჩვენთან "კომენდანტის საათი" არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება "ქართული ოცნების" მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას",- აცხადებს დოლიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა