მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული, კონსტრუქციული ან კომპრომისთან მიახლოვებული რაიმე წინადადება არ მოგვისმენია

ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული კონსტრუქციული, ან პრაგმატული, ან კომპრომისთან მიახლოვებული რაიმე წინადადება არ მოგვისმენია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა ერთი კომპრომისული წინადადება მაინც წარმოადგინონ. მდინარაძის განცხადებით, დღეს ყველა ეს საკითხი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება, სადაც მეგობარი და პარტნირი ქვეყნების რჩევებისა და რეკომენდაციების რეალიზებას შეეცდებიან.

„ცოტა გაიწელა ეს ყველაფერი და იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული კონსტრუქციული, ან პრაგმატული, ან კომპრომისთან მიახლოვებული რაიმე წინადადება არ მოგვისმენია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს გაიმართება „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩვენ ამ საკითხებზე კიდევ ვიმსჯელებთ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მოწოდების, თხოვნებისა და რჩევების რეალიზაცია და პოლიტსაბჭოს შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით,“- განაცხადა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო