მამუკა მდინარაძე - თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაში საქართველოში ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს ვაქცინა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული კორონავირუსის ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი იყო ვაქცინაციაზე. როგორც ის აცხადებს, „ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს ვაქცინა“.

„შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე. იმისთვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოებაში, ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს ვაქცინა. საუბარია „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“, სხვა მიმართულებითაც სწორად მიდის მუშაობა, ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში. ეტაპობრივად მოხდება, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ კი გაწერილი გეგმის მიხედვით“,-აცხადებს მდინარაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო