მამუკა მდინარაძე - პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება

ოპოზიცია დღესაც ცდილობს, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ, ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება, - ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ აღნიშნა, რომ პლებისციტი არის „წითელი ხაზი“ და ამას „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება, რადგან ეს „არარაციონალური ნაბიჯია“ .

„პლებისციტი არის საკითხი, რომელიც მათი მხრიდან მცდელობად არის წარმოდენილი როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, თითქოს ეს არის რაღაც ნაბიჯი. ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და დღესაც ცდილობენ, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ ეს არის პლებისციტი. ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად, იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება. ერთი არგუმენტი უკვე დავასახელე - მაგალითად, ავიღოთ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მომხრემ, ვინც მხარი დაუჭირა წინა არჩევნებში „ქართულ ოცნებას“, ისევ გაიმეორა, ოღონდ პლებისციტზე არდათანხმების გზით პირობითად ჩატარების შემთხვევაში და 48-49% არ ეთანხმება პლებისციტს, ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ლეგიტიმაცია ზუსტად იგივეა „ქართული ოცნების“, რაც არჩევნებზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მაინც უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოუდგენელი ნონსენსია, ალბათ, მეთანხმებით. შესაბამისად, როდესაც მთავრობის დაკომპლექტებას არ სჭირდება ლეგიტიმაცია 50%+1 ხმა, ამ დროს ხელახალ არჩევნებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვიმსჯელოთ, რომ პლებისციტმა ასე გადაწყვიტოს, ასეთი წინადადების დაყენება უბრალოდ არარაციონალურია და ემსახურება გაყიდვას რაციონალურ ნაბიჯად, მეტს არაფერს. რა თქმა უნდა, ეს შეგიძლიათ თქვენ შეაფასოთ როგორც „წითელი ხაზი“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა