სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. აქტივისტების განცხადებით, ისინი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს აპროტესტებენ.

აქტივისტები სკანდირებენ “მონებო”. მათ თან აქვთ ტრანსფარანტები წარწერით - “ბერა მოძალადე ტიკ-ტოკერი”, “ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი”.

“საქართველო ამ მომენტისთვის თავიდან ბოლომდე გასულია სამარლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოდან და ის არის ქცეული მაფიოზურ კლანად, რომელიც თავიდან ბოლომდე არაპროგნოზირებადია. ნებისმიერს გაუსწორდებიან ფიზიკურად”, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

იხილეთ ვიდეო:სამოქალაქო აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო