მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას ყოველ წუთს საშუალება აქვს დატოვოს საპატიმრო, ეს მხოლოდ მის მოქმედებაზე და ნებაზეა დამოკიდებული

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას შეუძლია საპატიმრო ნებისმიერ წუთს დატოვოს, „ეს მხოლოდ მის მოქმედებაზე და ნებაზეა დამოკიდებული“.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ნიკა მელიას საქმეზე ისაუბრა. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველ გუნდში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხს ვერ გრძნობენ.

„ჩვენ უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესები იყოს პრიორიტეტული და ყველაზე მაღალ რეგისტრში აყვანილი და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. სახელმწიფოს ინტერესები ემთხვევა ყველაზე უფრო პრაგმატულ და კომპრომისულ წინადადებებს, რომლის შედეგი დიალოგი უნდა იყოს, რასაც არ აქვს ალტერნატივა. რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, ყოველ წუთს მას საშუალება აქვს დატოვოს საპატიმრო, ეს მხოლოდ მის მოქმედებაზე და ნებაზეა დამოკიდებული“,-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო