მამუკა მდინარაძე - ყველა ჩვენი პირობა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, თუმცა, ოპოზიციისგან პასუხი არ მიგვიღია

არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან რომელიმე მხარის, თუნდაც ეს „ქართული ოცნების“ ახირებით რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყანამ და ამაზე კონსენსუსი შედგეს. ეს წარმოუდგენელია! - ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნები დათქმების გარეშე არის „წითელი ხაზი“.

„არასწორი მოცემულობა შემომთავაზეთ, როდესაც თქვით, რომ რიგგარეშე არჩევნები არის „წითელი ხაზი“ . ჩვენ ვამბობთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დათქმების გარეშე არის „წითელი ხაზი“ და ჩვენ დავაყენეთ ყველაზე პრაგმატული დათქმა. პირიქით, საფუძველი შევუქმენით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, თუ ასეთზე უნდა დავთანხმდეთ, ასეთი არის 1%-იანი გაყალბება, გადახრა ან ხარვეზი, რომელიც ვთქვათ, შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ამ დათქმის მიხედვით, არათუ პლებისციტზე, არარაციონალურ და უაზრო წინადადებებზე, რიგგარეშე არჩევნებზეც კი მივყვებით, იმ შემთხვევაში თუ ასეთი რამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად ან ჩვენი ოპონენტების მუშაობის შედეგად დაფიქსირდება. მარტივი ამბავია, პირდაპირ მივყვებით რიგგარეშე არჩევნებზე, მაგრამ დათქმის გარეშე იმიტომ, რომ მე მინდა, სხვას უნდა, ან ოპოზიციის წარმომადგენელს უნდა, არ შეიძლება, რომ საზოგადოებრივი აზრის, არჩევანის რევიზია გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე, დათქმის გარეშე, კი ბატონო, ეს არის „წითელი ხაზი“, მაგრამ რიგგარეშე არჩევნებიც კი არის ჩვენს მიერ დაკმაყოფილებული პირობა იმ შემთხვევაში, თუკი 1%-იანი გადახრა იქნება. ამის გარეშე უბრალოდ არჩევნებს საფუძველი არ ექნება. არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან რომელიმე მხარის, თუნდაც ეს „ქართული ოცნების“ ახირებით რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყანამ და ამაზე კონსენსუსი შედგეს. ეს წარმოუდგენელია!“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ არაერთი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, ბარიერის დაწევაც რეალიზდება იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტები პარლამენტში შევლენ და 113 ხმაზე მეტი იქნება, მათ შორის, საარჩევნო რეფორმაც რეალიზდება, ელექტრონული სისტემაც და ა.შ.

„ყველა ეს ჩვენი პირობა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, თუმცა, ოპოზიციისგან ჩვენ არ მიგვიღია პასუხი. მე საინტერესო რამ გითხარით, რომ მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები რეალურად კომპრომისულ წინადადებებს დააყენებენ. შესაძლოა, ინფორმაცია იყოს დაუზუსტებელი და არ დამიმალავს, რომ ასეთი ინფორმაციაც არის. წნეხს ვერ დავარქმევ, მაგრამ ეს იყო პარტნიორების მოწოდება. პირობითი ვადა იყო ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩასვლამდე დათქმული, ამ პერიოდის გასვლამდე და კიდევ უფრო ადრე ველოდებით მათი მხრიდან კომპრომისულ წინადადებას“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ინდივიდუალურ შეხვედრებზე და ინფორმაციის წყაროებზე არ ისაუბრებს, რადგან პროცესი არ დააზიანოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო