მამუკა მდინარაძე - გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები, ფაბრიკაცია და „კაგებეშნიკურად“ დამონტაჟებული

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ის „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული.

როგორც მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭოზე პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრეს. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, საზოგადოებაზე საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს.

"პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ჩვენ ამაზე გვქონდა ინფორმაცია. ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011-2012 წლის, არამედ 2010 წლის რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია, „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული. სამწუხაროდ, საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს ამ მიმართულებით საზოგადოებაზე. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს ამაში, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი“,-აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო