მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, ხმაურია

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია. აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დააწერეს სიტყვა “მონა”, რასაც ხმაური მოყვა. აქტივისტების განცხადებით, სამართალდამცავები მათ სამხრე კამერებით უღებდნენ. მათი თქმით, პოლიცია მათ მონაცემებს იწერს, რათა შემდეგ დააჯარიმოს.

სამოქალაქო აქტიცისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც ე.წ. კომენდატის საათი დაარღვიეს და “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, ისინი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის გამო პროტესტს გამოთქვამენ.

აქტივისტებს თან აქვთ ტრანსფარანტები წარწერით - “ბერა მოძალადე ტიკ-ტოკერი”, “ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი”.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს