სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

სამოქალაქო აქტივისტებმა მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დაასრულეს. მათ ე.წ კომენდანტის საათი დაარღვიეს. აქტივისტებმა აქცია ჯერ “ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. ისინი “ტვ პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის გამო პროტესტს გამოთქვამენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერით - “ბერა მოძალადე ტიკ-ტოკერი”, “ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი”.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს