საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 576 პირი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 919 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 210 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 709 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 851-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.55 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.56%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 349 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 693-მდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო