პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოს პარლამენტში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტმა ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მის მიერ იანვარში გამოცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მოისმინა.

მათი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის შესახებ სხვადასხვა თაობის არქიტექტორ-რესტავრატორების მოსაზრებების მოსმენას დაეთმო.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ არქიტექტორ-რესტავრატორები ტარიელ კიპაროიძე, თამარ ნემსაძე, რუსუდან გურამიშვილი, მერაბ ბოჭოიძე, გიორგი ციციშვილი, დავით ჯინჭარაძე, გოგოთურ მისრიაშვილი, შალვა მელიქიძე და ნოდარ მინდორაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს