კახა ოქრიაშვილი - გავრცელებული ჩანაწერები რიგგარეშე არჩევნების საფუძველს წარმოადგენს - პლებისციტის დრო აღარ არის, ვითხოვთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს!

პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, 6 მარტს, “TV პირველის“ ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება, საერთაშორისო საგამოძიებო ინსტიტუტების ჩართულობით.

მისივე შეფასებით, ჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობას.

“სულ რომ არაფერი ვთქვათ კრიმინალის, სუს-ისა და პოლიციის ჩართულობით გაყალბებულ არჩევნებზე და წინა პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, რომელმაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით ძალადობა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა გააპროტესტა, მხოლოდ ეს ჩანაწერები წარმოადგენს საფუძველს რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად. პლებისციტის დრო ქვეყანაში აღარ არის, ვითხოვთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს!“, - ნათქვამია კახა ოქრიშვილის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.

"ტვ პირველის" ეთერში გასული სიუჟერის მიხედვით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო