აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას მართავენ

საქართველოს პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე ,,მოძრაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ,,ტელეკომპანია პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა და მათი თანამდებობიდან გადადგომა.

,,მსვლელობა დაკავშირებულია გუშინდელ ჩანაწერებთან სადაც, ივანიშვილების ოჯახი კრიმინალურად მართავს ქვეყანას და მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება იმ ადამიანების დასჯას, ვინც ივანიშვილის ოჯახის წევრების მიმართ კრიტიკულად გამოირჩევა. ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას და ამ ქმედებების გამო პასუხი უნდა აგონ სამართლიანი სასამართლოს წინაშე. მივდივართ ივანიშვილის სასახლესთან, იმიტომ, რომ ყველანაირი ბოროტების სათავე არის ივანიშვილი და მისი ოჯახი. ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც პრემიერ-მინისტრმა უნდა აგოს პასუხი იმ ძალადობის ორგანიზებისთვის, რის გამოც ადამიანებს ქვეყნიდან უწევდათ წასვლა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამიტომ, კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და უნდა დასრულდეს მათი ყოფნა ხელისუფლებაში”, - აღნიშნა ,,მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალიკა კუპრავამ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა