ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია დასრულდა

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოძრაობა "საქართველოსთვის" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

აქციის მსვლელობისას სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. თავდაპირველად პოლიციელებმა მათ რეზიდენციასთან მისვლის უფლება არ მისცეს, რასაც აქტივისტების მხრიდან შეძახილები ,,შეგვიშვით" და ,,მონებო" მოჰყვა. შემდეგ, აქტივისტებმა რეზიდენციასთან არსებულ კედლებზე წარწერები: ,,მკვლელებო", "ბერა" გააკეთეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც "ტვ პირველმა" აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო