თელავში 27 წლის ბიჭმა მშობლები და ბებია მოკლა

თელავში მკვლელობა მოხდა. 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. პოლიცია მობილიზებულია შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

უწყების ინფორმაციით, ქალაქ თელავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მინდინარეობს ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა