სამოქალაქო აქტივისტები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას - "შეაგინე ბერას" მართავენ. ისინი “ტვ პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის გამო პროტესტს გამოთქვამენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა ლადო წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ბერა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდაა.

"აქცია არის სიმბოლური, სახელწოდებაც სიმბოლურია. არავინ არ აპირებს გინებას და ქვების სროლას. მოვითხოვთ, რომ ყველა იმ მაღალჩინოსანმა, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებენ დატოვონ თანამდებობა და ასევე მოვითხოვთ, რომ ბერა ივანიშვილისგან ბოდიშს, თუ დაგვდებს პატივს", - განაცხადა ლადო წითლიძემ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარანტები - “იკა: ვერ წავიდოდა სკოლაში, რო”, “შეაგინე ბერას”.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა