დღეიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, იხსნება სამთო კურორტებზე საბაგიროები, შაბათ-კვირასაც იმუშავებენ სავაჭრო მოლები და ბაზრობები

საქართველოში 8 მარტიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

დღეიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით იხსნება;

ასევე დღეიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ -კვირის გარდა.

ამასთან არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია მონიტორინგს გააგრძელებს.

„სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად აგრძელებს მონიტორინგს, ვინაიდან მოგეხსენებათ, კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ ჩვენ გარკვეულწილად დადებითი დინამიკა გვაქვს ეპიდსიტუაციდან გამომდინარე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები ყოველდღიურად ჩავერთვებით. დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ არის ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარი“, - განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, 2 კვირიან ჭრილში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება.

„თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება“, - განაცხადა ფერაძემ.

ცნობისთვის, კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

იხილეთ ვიდეო:დღეიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს