გედევან ფოფხაძე - ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი „ქართული ოცნება“ სახლში წავა, დროული იქნება - „ოცნებაში“ ყოფნა ჯანმრთელობისთვის საზიანოა

„ქართულ ოცნებაში“ ყოფნა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ვასილ მაღლაფერიძის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვება შეაფასა და აღნიშნა, რომ დროული იქნება, თუ ამ მიზეზით პარტიას კიდევ ბევრი პოლიტიკოსი დატოვებს.

„მგონია, რომ ჯანმრთელობის მოტივით თუ მთელი „ქართული ოცნება“ სახლში წავა, ძალიან დროული იქნება იმიტომ, რომ აშკარად, პარტიაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით კლიმატი ძალიან მძიმეა. რაც უფრო დიდხანს იქნები „ქართული ოცნების“ წევრი, ეს შენი ჯანმრთელობისთვისთვის მით უფრო ცუდი იქნება. რეალობა არის ის, რომ იქ ყოფნა ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა“,-განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება და „პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება“.

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილედ პარტიის ყრილობაზე მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს