ნინო ბურჯანაძე - რა ხელისუფლება ხარ, თუ ოპოზიცია 9 წლის მერე გისმენს, გიწერს და გიქვეყნებს, თუ იმასაც ვერ ახერხებ შენი მეფის შვილის ჩანაწერები არ გაგიყალბონ, რა ჯანდაბას აკეთებ?

არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის, მტერთანაც“,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს.

„ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის, მტერთანაც.

მიმაჩნია, სწორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებულიყო. ღარიბაშვილი მეორე დღეა ჩუმად არის იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნდა. როგორც მინიმუმ საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ტყუილია, თუ მართალი პრემიერმა, საზოგადოებას აუხსნას რაშია საქმე“, -აცხადებს ბურჯანაძე.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს.

„რა ხელისუფლება ხარ, ვაქცინა ვერ შემოგაქვს, ეკონომიკას ვერ უვლი, ოპოზიციას ვერ უვლი, თუ ოპოზიცია 9 წლის მერე გისმენს, გიწერს, გიქვეყნებს და შენ, რა ჯანდაბას აკეთებ, ხელისუფლება რომ ხარ? თუ ვერაფერს აკეთებ და იმასაც ვერ ახერხებ შენი მეფის შვილის ჩანაწერები არ გაგიყალბონ და გამოგიქვეყნონ, თუ გაყალბებულია, რა ჯანდაბას აკეთებ? “ -აცხადებს ბურჯანაძე.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა