საბა ბუაძე - თუ "ოცნებას" არ უნდა, რომ დამატებით საფრთხე შეექმნას ამ მოლაპარაკებებს, ღარიბაშვილი აღარ უნდა გადააქციონ დამატებით „განხეთქილების ვაშლად“

თუ "ქართულ ოცნებას" არ უნდა, რომ დამატებით საფრთხე შეექმნას მოლაპარაკებებს, ღარიბაშვილი აღარ უნდა გადააქციონ დამატებით „განხეთქილების ვაშლად“ და იმ საკითხად, რომელსაც შეუძლია, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა დამაზიანებელი იქნება.

"ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ყველა კითხვის ნიშნაზე არ იქნება გაცემული პასუხი, ირაკლი ღარიბაშვილის ამ პროცესში მონაწილეობა პროცესისთვის იქნება დამაზიანებელი. "ლელოს" მიაჩნია, რომ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ უნდა გაიმართოს. "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებთ, რომ ღარიბაშვილს და ამ ძალიან საგანგაშო და კრიმინალურ ეპიზოდს მალე გასცენ პასუხი, რომ მოლაპარაკების პროცეს საფრთხე არ დაემუქროს. საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში ღარიბაშვილი მონაწილეობას არცერთ პროცესში არ ღებულობდა. ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლებას წარმოადგენდა საპარლამენტო გუნდი. ამიტომაც თუ "ოცნებას" არ უნდა, რომ დამატებით საფრთხე შეექმნას ამ მოლაპარაკებებს, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია და ხელისუფლება ყოველდღიურად აგრესიულ რიტორიკას უმატებს, ღარიბაშვილი აღარ უნდა გადააქციონ დამატებით „განხეთქილების ვაშლად“ და იმ საკითხად, რომელსაც შეუძლია, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს. რაც შეეხება ბოიკოტთან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და იმ მოთხოვნების მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ჩამოაყალიბა ჩვენი პოზიცია რჩება ურყევი" , - განაცხადა ბუაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურამ "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან ეს პროკურატურის ვალდებულებაა.

"დღეს პროკურატურას მივმართეთ იმ მოთხოვნით, რომ "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება. პროკურატურას ჩვენი მოთხოვნის გარეშე აქვს ვალდებულება, რომ დაიწყოს გამოძიება, როდესაც მედიაში გადის დანაშაულის შემცველი მასალა, მაგრამ გასაგები და ერთმნიშვნელოვანი არის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც თავისი განაჩენი უკვე გამოიტანა და თქვა, რომ ჩვენ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით ვკითხეთ ღარიბაშვილს და მან თქვა, რომ არაფერში პრობლემა არ არისო. ამით ხელისუფლებამ წერტილი დაუსვა ამ საგანგაშო მასალას და საგანგაშო ძალადობის ეპიზოდებს" - , განაცხადა ბუაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს