„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ნიკა მელიას საარჩევნო შტაბიდან ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ნიკა მელიას საარჩევნო შტაბიდან ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ.ავტოკოლონის მონაწილეები ჯერ გლდანის გამგეობასთან გაჩერდებიან და აქციას გამართავენ, შემდეგ რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართებიან, საბოლოოდ კი აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ.

მათი ორი ძირითადი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნაა.

„დღეს ვგეგმავთ ავტოკოლონით მსვლელობას. პროტესტი გვექნება გამგეობებთან, შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან. ვუცხადებთ მხარდაჭერას, გვერდში დგომას ნიკა მელიას. ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლება არ არის მხოლოდ სამინისტროები, მათი ნაწილია გამგეობებიც და შესაბამისად, ჩვენი პროტესტი მოიცავს მათ შორის თვითმმართველობის ორგანოებსაც”, - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზვიად კუპრავამ.

იხილეთ ვიდეო:დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა